დმანისის არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი– Sputnik. დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე მისი ხელმძღვანელი გოჩა კილაძე დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
მისი ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის დეტალები უცნობია. კილაძის კოლეგების თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ის პრაქტიკულად სამსახურში ცხოვრობდა და ცენტრს თითქმის არ ტოვებდა.