თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის 35.719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსის 1.792.109 შემთხვევა.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 43.189 პაციენტი, გარდაიცვალა – 20 ადამიანი.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 1.738.337, გარდაცვლილთა – 16.920.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 19.610
იმერეთი – 4.090
კახეთი – 2.590
ქვემო ქართლი – 2.259
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.884
შიდა ქართლი – 1.656
აჭარა – 1.155
გურია – 1.080
მცხეთა-მთიანეთი – 774
სამცხე-ჯავახეთი – 361
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –260
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.