დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე აჭარის რეგიონში ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულმა დაარღვია საგადასახადო კანონმდებლობა. კერძოდ, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 1,6 მლნ ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს