თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
კლინიკის პრეს-სამსახურში მიზეზებზე არ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას ამ დროისათვის კლინიკური დირექტორი ვლადიმერ პაპავა ასრულებს.
ლიანა ჭუმბურიძე კლინიკის დირექტორად მაისის დასაწყისში დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლევან გოფოძე შეცვალა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შედის, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს.
წყარო - ტელეკომპანია „პირველი არხი“.