თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თავისი ხედვა წარმოადგინა. ის ითვალისწინებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შენარჩუნებასა და ხელახალ რეფერენდუმებს დონბასში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გაეროს მეთვალყურეობით.
„დიდი ალბათობით, ასეთი იქნება საბოლოო შედეგი. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენი ადამიანი დაიღუპება მანამდე“, - დაწერა მან Twitter-ზე.
მასკმა ჩამოთვალა „უკრაინულ-რუსული ზავის“ ოთხი პუნქტი და მომხმარებლებს პროექტის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა შესთავაზა. ბიზნესმენს ჯერჯერობით ეთანხმება 58,7%, წინააღმდეგია 41,3%.
გეგმა ითვალისწინებს „ხელახალ კენჭისყრას ანექსირებულ რეგიონებში გაეროს მეთვალყურეობით“, ყირიმის შენარჩუნებას „რუსეთის ფორმალურ ნაწილად, როგორც ეს 1783 წლიდან იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე), ყირიმის წყალმომარაგების გარანტიებს და უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს.
საინტერესოა, რომ Tesla-ს აქციები მასკის ამ განცხადების შემდეგ თითქმის 9%-ით დაეცა.