თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და სლოვაკეთის „სლოვანის" მცველმა გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გოლი გაიტანა.
გუნდმა „პოდბრეჟოვას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (3:1), რომელშიც გურამ კაშიამ დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 88-ე წუთზე კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:1 გახადა. მატჩის დასრულებამდე „სლოვანი“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა და საბოლოოდ გამარჯვება ჩაიწერა.
„სლოვანის“ სასტარტო შემადგენლობაში სამივე ქართველი ლეგიონერი იყო: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე.
„სლოვანმა“ ამ გამარჯვებით 26 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში კაშიას, კანკავას და ჩაკვეტაძის გუნდი „ტრენჩინს“ ხვდება.