თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გარდაბანში მუნიციპალიტეტის მთავარი დღესასწაული „გარდაბნობა 2022“ 4 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია გარდაბნის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებები 17:00 საათიდან გარდაბნის ცენტრალურ პარკში დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო სივრცეები – ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინება სამუზეუმო ექსპონატები, ასევე მოეწყობა აზერბაიჯანული კუთხე.
ღონისძიების ფარგლებში საპატიო გარდაბნელების დაჯილდოება გაიმართება.
ღონისძიებას საზეიმოდ დახურავს „ღამის შოუს ბენდი“ გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.