სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება: თბილისში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შემთხვევა ნაძალადევის რაიონში შაბათს, 1 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 31 წლის მამაკაცი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს