თეთნულდზე სამი მთამსვლელი დაიღუპა

მთამსვლელები ექვსი დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი– Sputnik. ზემო სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება სვანეთის სათემო რადიო.
დაღუპული მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან.
დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს გაავრცელა. მისი ცნობით, მთამსვლელები ექვსი დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი.
ამჟამად მიმდინარეობს გადმოსვენების სამუშაოები.