საქართველოს დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს - საუკეთესო ფოტოები

საქართველოს დედაქალაქში „თბილისობა 2022“ მასშტაბურად აღინიშნება
Sputnik
დღესასწაული ორწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ აღინიშნება. 2022 წელს „თბილისობა“ კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, გასულ წელს კი - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ საპატიო თბილისელები დასახელდნენ და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები მოეწყო.
1 / 12

„თბილისობა“ წელს რამდენიმე ადგილზე აღინიშნა

2 / 12

ერთ-ერთი მთავარი ადგილი რიყის პარკი იყო

3 / 12

აქ სტუმრებს ხვდებოდნენ არტისტები, უმასპინძლდებოდნენ სხვადასხვა ქართული კერძებით

4 / 12

მწვადებს პირდაპირ ქუჩაში წვავდნენ

5 / 12

„თბილისობა“ ყველას უყვარს - პატარებსაც და დიდებსაც. ეს საოჯახო დღესასწაულია, სადაც ყოველთვის მხიარულებაა

6 / 12

ღონისძიებების მსვლელობისას მზადდებოდა ჩურჩხელებიც. მსურველებს შეეძლოთ თავადაც ესინჯათ საკუთარი ძალები

7 / 12

დღესასწაული იმართებოდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც

8 / 12

სტუმრებს ზეიმის მონაწილეები ქართული სამოსით ეგებებოდნენ

9 / 12

სტუმრებს ღვინით და ქართული კერძებით უმასპინძლდებოდნენ

10 / 12

ვიზიტორები შოთის პურს თავადაც აცხობდნენ

11 / 12

ქართული ცეკვები კი „თბილისობის“ განუყოფელი ნაწილია

12 / 12

ერთი სიტყვით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზეიმო პროგრამა შესანიშნავი იყო