თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო „ქართული ოცნების“ დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ნაცვლად პარლამენტში უმრავლესობის სიით გრეტა წიწავა შევა.
ტალიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2020 წლის დეკემბრიდან იყო.