მსოფლიო დღეს

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩზე არეულობის დროს 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დამარცხებული გუნდის გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გავიდნენ, პოლიციამ კი მათ დასამშვიდებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ინდონეზიაში, მალაგას სტადიონზე ფეხბურთის მატჩზე მომხდარი არეულობების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კლუბების „არემასა“ და „პერსებაიას“ მატჩზე დაფიქსირდა. დამარცხებული გუნდის გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გავიდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა კი მათ დასამშვიდებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამის შემდეგ ჭყლეტა მოხდა. ცრემლსადენი გაზის გამო ადამიანებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. დაშავდა 180 ადამიანი, ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 127 გულშემატკივარი დაიღუპა.
ინდონეზიის ფეხბურთის ასოციაციის (PSSI) ხელმძღვანელმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფი შექმნა. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მისი განცხადებით, ტურნირი ერთი კვირით შეჩერდება.