კიკეთიდან იწყება კაბენის მონასტრისკენ მიმავალი გზა
ბილიკი მიუყვება ტყეს, შემდეგ კი კლდოვან დაღმართზე ეშვება
მარშრუტი დანიშნულია თეთრ-ყვითელ-თეთრი ნიშნულებით
გზად შეხვდებით კენკროვან მცენარეებს და ვაშლის ხეებს
მათ მოსაკრეფად მომზადება დაგჭირდებათ, ვინაიდან, შესაძლოა ხეზე ასვლა ან მაღალ ბუჩქებში შესვლა გახდეს საჭირო
მთიდან ჩამოსვლის შემდეგ გზა მარცხნივ მიდის და პატარა მდინარეს კვეთს
კიკეთიდან კაბენის ომნასტრამდე 4,5 კილომეტრია. მონასტრის ტერიტორიაზე პატარა ეკლესიაც დგას
ქალთა მონასტერი თამარ მეფის დროს აიგო. სამწუხაროდ დღეისათვის ის ძლიერ არის დაზიანებული და მხოლოდ მისი ნაწილიღაა დარჩენილი
თუმცა ადგილობრივებმა მოგზაურებისათვის თავშესაფარი მოაწყვეს, სადაც უამინდობისას თავის შეფარებაა შესაძლებელი
კაბენის მონასტრიდან ასურეთის მიმართულებით თუ წახვალთ, საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ
ნიშნულებიდან 200 მეტრში მდებარეობს კლდოვანი კანიონი და პატარა ჩანჩქერების კასკადი
ცხელ ამინდში აქ შესაძლებელია გაგრილებაც
ეს ადგილი არც ისე პოპულარულია, თუმცა მათ, ვინც აქ ნამყოფია, უყვარს ამ ადგილზე სტუმრობა და პიკნიკის გამართვა
ჩანჩქერების მახლობლად მოწყობილია კოცონის დასანთები ადგილიც
ტრეკინგი საკმაოდ ადვილია, თუმცა მაინც საჭიროებს ფიზიკურ მომზდებას
უკან დაბრუნება, გამოვლილი ბილიკის გარდა, შესაძლებელია კოჯრის გავლითაც, სადაც დიდებულ პეიზაჟებს იხილავთ
გზა მთებზე გადის
მაგრამ გზად ბუნების სილამაზე ცხადყოფს, რომ ამ გზის გამოვლა ნამდვილად ღირდა