დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ოქტომბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 1 ოქტომბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ორი ურთიერთსაპირისპირო ტრენდის დღეა: ერთი მხრივ, მოგვეცემა დიდი შესაძლებლობები, მეორე მხრივ - სიზარმაცე დაგვრევს ხელს. მუშაობამ, შესაძლოა, აპათია გამოიწვიოს, თუმცა რასაც გავაკეთებთ, ძალიან ადვილად გამოგვივა. ესაა არასტანდარტული, შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილებების დღე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 სექტემბერი>>
სასიყვარულო სფეროს რაც შეეხება, ვარსკვლავები არა ძებნისა და განცდების, არამედ უფრო საყვარელ ადამიანთან დროის მყუდროდ გატარებისკენ გვიბიძგებენ. ეს ის დღეა, როდესაც დუმილით უფრო მეტს ვიტყვით, ვიდრე სიტყვებით.
ვერძი: დღეს გაგიმართლებთ. მოგიწევთ იმის გაკეთება, რაც გიყვართ. ვარსკვლავები არჩევანსაც არ დაგიტოვებენ – სხვა რამეს თუ მოკიდებთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ. რუტინული საქმეები აუტანელი იქნება თქვენთვის. მაგრამ თუ რამე საქმე მართლა დაგაინტერესებთ, ის აურაცხელ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ და ამასთან, შესანიშნავ შედეგსაც მიიღებთ.
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
კურო: დღეს თავის გამოჩენა შეგიძლიათ როგორც შესანიშნავ მეგობარსაც და როგორც საშიშ მეტოქესაც, ანუ ვის როგორ გაუმართლებს. ხართ გამჭრიახი, გრძნობთ ვითარებას და ყველაფერს გზადაგზა იტაცებთ. ნებისმიერი თქვენი გეგმა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის (მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ ვინმესთვის „სისხლის გაშრობა"), შემოქმედებითი აღმაფრენით იქნება გაჯერებული. ორივე შემთხვევაში წარმატება გელოდებათ.
ტყუპი: კარგია, თუ ვითარება თქვენგან სწრაფ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს – მაშინ თქვენი გონებაგაფანტულობა განსაკუთრებულ ზიანს არ მოგაყენებთ; მაგრამ თუ სერიოზული საქმის გაკეთება მოგიწიათ, არაა გამორიცხული, უეცრად ერთ ადგილზე გაშეშდეთ ან თავი ქვიშაში დამალოთ. ანუ, დღეს თქვენთვის ნებისმიერი აქტიური საქმიანობა უკუნაჩვენებია გარდა იმისა, რომელსაც არა შედეგისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის გააკეთებთ.
კირჩხიბი: თუ მოისურვებთ, დღეს ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს სურვილი შეიძლება არ გაგიჩნდეთ. დღე რომ გაიმრავალფეროვნოთ, საკმარისია, რამე საქმემ ან იდეამ გაგიტაცოთ, ან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თქვენს აქტიურობას დიდი წახალისება აღარ დასჭირდებათ – თქვენი შეჩერება, შეიძლება ითქვას, უკვე შეუძლებელი გახდება.
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში
ლომი: დღეს განწყობა იმისა, რომ ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ, არ გაქვთ, მაგრამ მაინც თუ მოგიწიათ რამის ორგანიზება, ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს და შედეგებით ყველას გაახარებთ. რა სახისაც არ უნდა იყოს ღონისძიება, თქვენთვის საკმაირისია, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში და ამოცანები გადაანაწილოთ – გარშემომყოფები დიდი სიამოვნებით აგყვებიან და დაგეხმარებიან.
ქალწული: დღეს არაფრის გაკეთების ხალისი არა გაქვთ. ამაში სიტუაციაც შეგიწყობთ ხელს – თქვენგან არ მოითხოვება რამე გმირობის ჩადენა ან გადაუდებელი საქმეების გაკეთება. და საჭიროც რომ იყოს თქვენი ჩარევა საქმეებში, იმდენად არასაქმიან განწყობაზე ხართ, რომ ამის შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. საქმე მოიცდის – სწორედ ესაა დღეს თქვენი დევიზი. ამიტომ ეს დღე სამ მიმართულებას უნდა დაუთმოთ – საკუთარ თავს, ახლობლებსა და... კიდევ საკუთარ თავს.
სასწორი: ძალზე იღბლიანი დღეა. ხართ ძალზე ენერგიული და გაქვთ შესაძლებლობა, ეს ბრწყინვალედ გამოიყენოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, შეგიძლიათ წინ წაწიოთ, დაძრათ მკვდარი წერტილიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ – დღეს ძალიან გიმართლებთ, ხართ იღბლიანი, ამიტომ აჯობებს, თუ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ.
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: დღეს თქვენთვის არარეკომენდებულია დიდ საქმეებთან შეჭიდება. და სიმართლე უნდა ითქვას, არც პატარა საქმეებთან. ბოლო ხანს დიდი ძალა დახარჯეთ და საკმარისია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, დროა, მოდუნდეთ და დაისვენოთ. სჯობს, ყურადღება ცხოვრების იმ სფეროებს მიაქციოთ, რომლებიც ბოლო დროს თქვენი თვალთახედვის არეში აღარ მოქცეულა. გაითვალისწინეთ, რომ დასვენება მხოლოდ დივანი და ტელევიზორი არაა – შეგიძლიათ შეხვდეთ ახლობლებს, ან რომანტიკულ შეხვედრაზე იფიქროთ...
მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათ გაუჭირდებათ თქვენს ტემპზე აყოლა, თავად კი გრძნობთ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. საქმიანი აქტიურობა, მახვილი გონება და საჭირო დროს საჭირო რამეზე „კლანჭის" გამოდების უნარი უმაღლეს დონეზე იქნება. აქედან გამომდინარე, გარშემომყოფების აპათია და გულგრილობა, სავარაუდოდ, გაგაღიზიანებთ. ამიტომ დილიდან განეწყვეთ იმისთვის, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ.
თხის რქა: მიეცით უფლება თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ თავიანთი პრობლემები თვითონ გადაჭრან. იმის ნაცვლად, რომ დრო სხვებზე დაკარგოთ, აჯობებს, თუ რამე სასიამოვნოს გააკეთებთ, მაგალითად, შემოქმედებით საქმიანობას შეუდგებით. ზუსტი მეცნიერებებისადმი კი ნამდვილად არ ხართ განწყობილი, ვერანაირად ვერ მოგხიბლავთ ციფრები, გრაფიკები და ცხრილები, ასე რომ, სჯობს შემოქმედებით აქტიურობაში გადაეშვათ თავით.
ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს საკუთარი აზრები სამყაროს უნდა გაუზიაროთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამ სამყაროს მცირე ნაწილს მაინც – ახლობლებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. თქვენი ტვინი მკაფიოდ და არასტანდარტულად იმუშავებს და დიდებული იდეების გენერატორი გახდება. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ გარშემომყოფებმა ეს იდეები ვერ დააფასონ, ვერ გაიგონ. მაგრამ რას ვიზამთ – დღეს ნამდვილად ყველაზე წინ ხართ, ამიტომ ხანდახან უნდა შეჩერდეთ, რომ სხვებს საშუალება მისცეთ, დაგეწიონ.
თევზები: დღეს, სავარაუდოდ, არ გექნებათ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ენთუზიაზმით აკეთოთ საქმე. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა გააკეთოთ. სამაგიეროდ, გონება იმუშავებს უმაღლეს დონეზე და პირველ რიგში, სამუშაო გეგმების დაწყობაზე. თქვენი აზრები უდიდესი ლოგიკურობითა და მოულოდნელი სვლებით იქნება გამორჩეული. ამ დღის ჩანაფიქრებს მომავალში კარიერული წინსვლისა და კარგი შემოსავლის უზრუნველყოფა შეუძლია.