ბრაზილიაში ქართულ კინოს ეცნობინ

რეტროსპექტივის ფოკუსშია გამორჩეული ქართველი რეჟისორის - ელდარ შენგელაიას შემოქმედება.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი– Sputnik. ბრაზილიის ონლაინ პლატფორმაზე Belas Artes À LA CARTE მიმდინარეობს ქართული კინოს რეტროსპექტივა სახელწოდებით „მსოფლიოს გარშემო - საქართველო“, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.
რეტროსპექტივა 29 სექტემბერს გაიხსნა და 12 ოქტომბრამდე გასტანს.
რეტროსპექტივის ფოკუსშია გამორჩეული ქართველი რეჟისორის - ელდარ შენგელაიას შემოქმედება.
ელდარ შენგელაია
ბრაზილიელი მაყურებელი ნახავს ოსტატის ორ ფილმს - „შერეკილები“ და „თეთრი ქარავანი". მაყურებელი ასევე გაეცნობა საინტერესო ისტორიებს რეჟისორის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან.
ელდარ ნიკოლაევიჩის ფილმების გარდა, პლატფორმაზე შესაძლებელია შემდეგი ფილმების ყურება:
ელდარ შენგელაიას ფილმების გარდა, ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:
ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“;
რუსუდან ჭყონია „გაიღიმეთ“
უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“;
ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები”;
გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული".
ქართული კინოს რეტროსპექტივა რუსუდან გლურჯიძის ფილმით „სხვისი სახლი“ გაიხსნა. ფილმის ჩვენება ქალაქ სან-პაულოში, კინოთეატრ Belas Artes-ში გაიმართა.