თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, შატილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
03:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანი-დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, წყალსადენის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
03:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.