თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში 11 აეროპორტში ფრენების შეზღუდვაზე დაწესებული რეჟიმი 10 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, იუწყება РИА Новости „როსავიაციაზე“ დაყრდნობით.
„როსავიაციამ“ 24 თებერვალს დააწესა შეზღუდვები უკრაინის სპეცოპერაციის ზონებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე, რადგან აეროდრომები სახიფათო იყო.
„რუსეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში 11 აეროპორტის მიმართულებით ფრენების შეზღუდვის რეჟიმი 10 ოქტომბრამდე გაგრძელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დროებით შეზღუდულია ფრენები შემდეგ აეროპორტებში: ანაპა, ბელგოროდი, ბრიანსკი, ვორონეჟი, გელენჯიკი, კრასნოდარი, კურსკი, ლიპეცკი, დონის როსტოვი, სიმფეროპოლი და ელისტა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.