თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი მოუწოდებს კიევს, შეწყვიტოს ყოველგვარი საომარი მოქმედება და დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყოველგვარი საომარი მოქმედება, ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, და დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას“, — განაცხადა მან კრემლში სიტყვით გამოსვლისას.
ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დოკუმენტებს. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.