თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ფინეთიდან მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები ეწვივნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინეთის წამყვანი მედიასაშუალებების Matka-ს, Alma Media-ს, Otava Media-ს წარმომადგენლებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს და კახეთის რეგიონს ეწვივნენ.
„პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინის, სამზარეულოს, ბუნებისა და კურორტების შესახებ სტატიები მომზადდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პრეს-ტურის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ფინეთიდან და სკანდინავიის სხვა ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.