თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ფეხი აქვს მოტეხილი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.