თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ფესტივალ-კონცერტის საშემოდგომო სესია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებს ეძღვნება, თბილისში 7 ოქტომბერს გაიმართება.
Mono Hall-ის (კინოს სახლი) სცენაზე 90's Festival-ში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის არიან თემურ რცხილაძე, თიკა ჯამბურია, კაბუ, ბედინა, ლექს-სენი, ჯგუფები „სახე“ და „ქუჩის ბიჭები“, მერაბ სეფაშვილი, თამუნა ამონაშვილი და სხვ.
საღამოს წამყვანი თიკო სადუნიშვილია. ორგანიზატორები სტუმრებს ჰპირდებიან შესაბამის ანტურაჟს, რეპერტუარსა და ატმოსფეროს.
ფესტივალი 22:00 საათზე გაიხსნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე ან ონლაინ. სასურველია დრესკოდი - „90-იანების სტილი“.