ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს მასშტაბურად აღნიშნავს

ეთნოგრაფიულ მუზეუმში „თბილისობაზე“ მისული სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი 1 და 2 ოქტომბერს „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს.
დღესასწაულზე საქართველოს ყველა რეგიონი თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით გამართავს ფოლკლორულ კონცერტებს, პერფორმანსებს, წარმოადგენს სამზარეულოს, ღვინის კუთხეებს, ჩაატარებს ქართული ტრადიციული რეწვის მასტერ-კლასებს.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმში გაცოცხლდება სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვ.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მუზეუმში მისვლის მსურველებს კუს ტბის ასახვევიდან მუზეუმის მიკროავტობუსი მოემსახურება.

პროგრამა

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
1 ოქტომბერი
კახეთი - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, ფოლკლორი, მრავალფეროვანი გამოფენები, კახური სამზარეულოსა და ღვინის კუთხე, ყურძნის დაწურვის, არყის გამოხდისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერ-კლასი.
შიდა ქართლი - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, რეწვის მასტერ-კლასები, ქართლური ნაზუქის თონეში ცხობის მასტერ-კლასი.
სვანეთი - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, სვანური კულინარია, ფეტვიანი ხაჭაპურის, სვანური კუბდარის მასტერ-კლასი.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
იმერეთი - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, იმერული კულინარია, იმერული ღვინის კუთხე, მხლის მასტერ-კლასი.
სამცხე-ჯავახეთი - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, მესხური სამზარეულო, მესხური ღვინისა და მესხური ლუდის კუთხე.
რაჭა-ლეჩხუმი - მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, რაჭული და ლეჩხუმური სამზარეულოს კუთხე, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ლეჩხუმური ლობიანის, ხაჭაპურის, სიმინდიანისა და ნიგვზიანის მასტერ-კლასი.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
სამეგრელო - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, ელარჯისა და ღომის მასტერ-კლასი, მეგრული სამზარეულოს კუთხე.
მცხეთა-მთიანეთი - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, დამბალხაჭოს კუთხე.
2 ოქტომბერი
გურია - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, გურული სუფრის პერფორმანსი - სტუმრის გადაპატიჟებისა და გურული ლხინის ინსცენირება.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
აფხაზეთი - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, აფხაზეთთან დაკავშირებული მრავალფეროვანი გამოფენები, პერფორმანსი აფხაზური სუფრის ტრადიციების შესახებ, ელარჯის მასტერ-კლასი.
სამეგრელო - ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ფოლკლორი, რეწვის მასტერ-კლასები.