თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. BRICS-ის ქვეყნებმა შესაძლოა საკუთარი ვალუტა შექმნან, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩმა პაველ კნიაზევმა.
„ამ დროისათვის მიმდინარეობს მსჯელობა ერთიანი ვალუტის შექმნის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რომელიც BRSICS-ის ქვეყნების საანგარიშსწორებო ვალუტა იქნება“, − განაცხადა კნიაზევმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაიში“ გამოსვლისას.
BRICS − ხუთი ქვეყნის სახელმწიფოთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 2006 წლის ივნისში ჩამოყალიბდა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. გაერთიანებაში შედიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.
BRICS-ის ქვეყნების საერთო ფართობი 39.746.220 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა − დაახლოებით 3,21 მილიარდი კაცი, რაც მსოფლიო მოსახლეობის 41,5%-ია. 2009 წლიდან წევრი ქვეყნების მთავრობები ერთმანეთს ყოველწლიურად ხვდებიან ოფიციალურ სამიტებზე. BRICS-ის ბოლო სამიტი 2022 წლის 24 ივნისს ჩატარდა ჩინეთში.