თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა საქართველოში პირველი შეხვედრები გამართა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მონაცემებით, ვალიევი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონის მშვიდობიან განვითარებას.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა საქართველოში პირველი შეხვედრები გამართა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia
მისი სიტყვებით, განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით რეალიზაციისთვის.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა საქართველოში პირველი შეხვედრები გამართა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების სფეროში არსებული და მიმდინარე გამოწვევები, ასევე ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა საქართველოში პირველი შეხვედრები გამართა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia
ამის პარალელურად ვალიევი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს. მხარეებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა საქართველოში პირველი შეხვედრები გამართა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას საერთაშორისო წვრთნებში, რომლებიც საქართველოში ტარდება და იგეგმება, და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას.