თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე 27 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ორკესტრს ლატვიელი დირიჟორი, კომპოზიტორი და პედაგოგი ანდრის ვეცუმნიექსი უდირიჟორებს.
პროგრამაშია ავსტრიელი კომპოზიტორის ფრანც ფონ ზუპეს უვერტიურა Leichte Kavallerie, ინტერმეცო იტალიელი კომპოზიტორის პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება" და ავსტრიელი კლასიკოსის იოზეფ ჰაიდნის №103 სიმფონია „ლიტავრების ტრემოლოთი".
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთები ხელმისაწვდომია კონსერვატორიის სალაროებში და ონლაინ.