ორბელიანის სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა მიმდინარეობს

ექსპოზიციის გახსნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ორბელიანის სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკოლოზ (ნიკა) ემუხვარის გამოფენა მიმდინარეობს - ექსპოზიციის გახსნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს გამოფენა პრეზიდენტის მხრიდან თბილისში მიმდინარე თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (Tbilisi Art Fair) და ახალგაზრდა მხატვრების თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ნახა ნიკა ემუხვარის საინტერესო ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმში და აქედან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი გამოფენა ორბელიანის სასახლეში მოეწყო.
„ეს არის საქართველოს ხელოვნება, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნება. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ნიჭის აღმავლობა ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყანაში და ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა.
მხატვარმა ნიკა ემუხვარმა საქართველოს პრეზიდენტს გამოფენის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა და ხელოვნების საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
„ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია და მინდა, რომ ჩემი სული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში. დიდი მადლობა, რომ ხართ აქ, ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, რომლებიც ადამიანის ბუნებას ასახავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც მინდა ჩემი შემოქმედებით ვაჩვენო“,- განაცხადა ნიკა ემუხვარმა.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
გამოფენა ორბელიანის სასახლეში 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
ნიკა ემუხვარი ახალგაზრდა მხატვარი და არქიტექტორია. წარმოშობით სოხუმიდანაა. ემუხვარმა განათლება მოსკოვში მიიღო, 2004 წელს ის მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში ჩაირიცხა.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
ამის შემდეგ ნიკა მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო სარესტავრაციო არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად, მოგვიანებით კი თბილისში ჩამოვიდა, სადაც ასევე პროფესიით განაგრძო მოღვაწეობა.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
2014 წელს კი ნიკა ემუხვარმა მიატოვა არქიტექტურის კარიერა და გადავიდა ტორონტოში (კანადა), სადაც სამშენებლო ბიზნესი და საპროექტო პროექტების შექმნა წამოიწყო.
ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის გამოფენა იმართება
რამდენიმე წლის შემდეგ ემუხვარი კვლავ დაუბრუნდა ფერწერას. დღეს მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებშია კანადაში, რუსეთში, ნიდერლანდებში, საქართველოში, საბერძნეთსა და ისრაელში.