თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის, ენუქიძის, ლოლაძის, ართვინის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ამაღლების, ლერმონტოვის, იაშვილის და ზანდუკელის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პატარიძის და პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ჟღენტის და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.