თბილისობა–2022 – ღონისძიებების პროგრამა

2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. თბილისობა წელს 1 და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით ექვს ლოკაციაზე გაიმართება.
ღონისძიებების სრული პროგრამა:
რიყის პარკი

1 და 2 ოქტომბერი
11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;
გამოფენები;
კაფე ქიმერიონი;
საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
სამეწარმეო ბაზრობა;
გასტრონომიული ზონა;
ტკბილეულის ფესტივალი;
სპორტული აქტივობები;
ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულის ფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969), აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე).
2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი
ლეღვთახევი

1 და 2 ოქტომბერი
11:00 – 20:00 საათი
თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები
მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.
ორბელიანის მოედანი

1 და 2 ოქტომბერი
11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები;
თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
თბილისური უბანი ათონელზე - (ორი დღის განმავლობაში ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;
სამეწარმეო და კვების ზონები.

19:00 – 22:00 საათი
მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.
გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);

დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
ღია კინოთეატრი;
„თბილისური კაფე“;

19:00 – 22:00 საათი
სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

თბილისობის გალა კონცერტი

1 ოქტომბერი, 20:00 საათი, ევროპის მოედანი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიღება
ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო თბილისობა, სცენის დეკორაცია.

20:00 საათი
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია

„თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, 2 ოქტომბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
„თბილისობა" 2018 წლიდან ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს