თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილ და უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში პლუს 27-32 გრადუსი, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში პლუს 25-30, მთიან რაიონებში კი პლუს 24-29 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, კვირის ბოლომდე თბილისშიც თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28-30 გრადუსი იქნება.