ირანელებმა თბილისში ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს - ფოტო

პარლამენტის შენობასთან ირანელებმა ჰიჯაბები დაწვეს და ჟურნალისტებს საკუთარი მოწოდებები გაუზიარეს. ასე გამოხატეს საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა პროტესტი 22 წლის სტუდენტ მაჰსა ამინის სიკვდილთან დაკავშირებით.
Sputnik
ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა, რომელიც ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო და ფიზიკურად გაუსწორდა მას, მასობრივი პროტესტი გამოიწვია ირანის დიდ ქალაქებში. პროტესტის დროს დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.
1 / 12

22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა მთელ მსოფლიოში პროტესტი გამოიწვია

2 / 12

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ასევე შეუერთდნენ პროტესტს

3 / 12

ისინი ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ გამოვიდნენ

4 / 12

მომიტინგეები ასევე მოითხოვდნენ სამართლიანობას

5 / 12

მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ის სასტიკად სცემეს

6 / 12

გოგონა მოგვიანებით გარდაიცვალა, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია

7 / 12

მაჰსა ამინი 13 სექტემბერს გარდაიცვალა, მას შემდეგ პროტესტი არ ჩაწყნარებულა

8 / 12

სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა სახეზე წითელი საღებავი წაისვეს

9 / 12

აქციაზე უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა

10 / 12

დემონსტრანტებს ქონდათ პლაკატები და ბანერები

11 / 12

ირანში მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

12 / 12

მათ შორის არიან სამართალდამცველებიც