მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბი დროებით დაიკეტება

შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 27 სექტემბრის 24:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს