უბედური შემთხვევა რუსთავში: გოგონა მეოთხე სართულიდან გადავარდა

დაშავებული გოგონა რუსთავიდან თბილისში ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქალაქ რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 18 წლის გოგონა გადმოვარდა, იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“.
მედიის ცნობით, გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც იგი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.