თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ტურნირზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლა მოიგო, მაგრამ შეჯიბრება უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
ტურნირის მეთხუთმეტე, დასკვნით დღეს 34 წლის ტოჩინოშინმა, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ივლისის ბაშოს ტრიუმფატორი, დასავლეთის კომუსუბი იტინოძიო დაამარცხა.
ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - შვიდი მოგება და რვა წაგება. ტოჩინოშინი თავიანთი პოზიციების გაუმჯობესებას უკვე ზედიზედ მეორე ტურნირია ვერ ახერხებს.
რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, იმპერატორის თასი მოიგო აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა, 37 წლის ტამავასიმ, რომელმაც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა ტაკაიასუ დაამარცხა.
აკი ბაშო კოკუგიკანში 11-25 სექტემბერს გაიმართა.