თბილისში მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება

საღამოს მართავს ნინო სურგულაძის საერთაშორისო ფონდი „ნატვრის ხე“
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქველმოქმედო გალა-კონცერტი მსოფლიო მასშტაბის საოპერო ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართება 27 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.
კონცერტი ეძღვნება საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
ნინო სურგულაძე
საღამოზე წარდგებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, იტალიელი სოპრანო ბარბარა ფრიტოლი, ურუგვაელი ტენორი კარლო ვენტრე, ბანი გიორგი ანდღულაძე და იტალიელი მაესტრო ჯუზეპე საბატინი.
არტისტების გარდა, კონცერტზე წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი. კონცერტს მართავენ ნინო სურგულაძის საერთაშორისო ფონდი „ნატვრის ხე“ და იტალიის საელჩო საქართველოში.