მომღერალი მუსია თოთიბაძე საქართველოში პირველად კონცერტს გამართავს

ეს იქნება მუსიას და მისი ჯგუფის პირველი სოლო კონცერტი საქართველოში.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე მომღერალი და მსახიობი მუსია თოთიბაძე თბილისში 15 ოქტომბერს სოლოკონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.
მუსია თოთიბაძე
მომღერლის კონცერტი Silk Factory-ის ეზოში გაიმართება, საღამოზე დასასწრებად ბილეთები უკვე იყიდება.
ეს იქნება მუსიას და მისი ჯგუფის პირველი სოლო კონცერტი საქართველოში. „დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი თბილისში კონცერტით ჩამოსვლაზე. ჩემო საყვარელო თბილისო. იმედი მაქვს, მასთან ერთად დავიწყებთ ჩვენს მინი ტურს“, - წერს მუსია.
მარია თოთიბაძე თანამედროვე მუსიკის ნათელი და ორიგინალური წარმომადგენელია. მას განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი საშემსრულებლო მანერა აქვს – მის შემოქმედებას „ინტელექტუალურ ვოკალი“ უწოდეს.
მუსია თოთიბაძე
ჟღალთმიანი 26 წლის ლამაზმანი ცნობილი მხატვრის, კონსტანტინე თოთიბაძის ქალიშვილია, თუმცა, იგი არ გაყვა მამის გზას.