მსოფლიო დღეს

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიელები ვადამდელ არჩევნებზე პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებს აირჩევენ
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი- Sputnik. იტალიაში საყოველთაო არჩევნები დაიწყო - ქვეყანაში საარჩევნო უბნები კვირას დილით 7 საათზე გაიხსნა, წერს РИА Новости.
იტალიის 46 მილიონზე მეტი მოქალაქე დღეს ვადამდელ არჩევნებზე პარლამენტის ორი პალატის დეპუტატებს აირჩევს. კიდევ 5 მილიონ შესაძლო ამომრჩეველს ხმის მიცემა საზღვარგარეთ შეუძლია. ხმის მიცემის უფლება აქვთ 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
მედიის ცნობით, დილიდან საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც ასრულებს საარჩევნო კომისიის ფუნქციებს, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ 61 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ისინი 23 საათამდე იმუშავებენ.
ხმების დათვლა უბნების დახურვისთანავე დაიწყება. პირველი ეგზიტპოლის შედეგები საღამოს 23:00 საათზეა მოსალოდნელი, პირველი ოფიციალური შედეგები ორშაბათს დილით გახდება ცნობილი.