„წიგნი - გუშინ და დღეს“: მწერალთა სახლში ბავშვებთან შეხვედრები განახლდა

პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში წიგნის და კითხვის პოპულარიზაცია.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, მწერალთა სახლში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბავშვებთან შეხვედრები განახლდა, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„24 სექტემბერიდან მწერალთა სახლში შეხვედრების ციკლი – „ბავშვები მწერალთა სახლში“ ბრუნდება. შაბათობით გელით ვასო გულეურთან ერთად“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ტრადიციულად, პროექტის „ბავშვები მწერალთა სახლში“ ფარგლებში, საბავშვო მწერალი ვასო გულეური მწერალთა სახლში ახალგაზრდა წიგნის მოყვარულებს ხვდება და აცნობს მათ ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებებს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში წიგნის და კითხვის პოპულარიზაცია.
შეხვედრებზე დასწრება უფასოა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.