თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება: მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოში არიან

ფესტივალის სცენაზე ცნობილი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები წარდგებიან
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. დღეს თელავში იწყება მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის დამფუძნებელია საკულტო ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი (ვიეტნამი), ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი (აშშ), ტიმოთი ჩოი (აშშ, კანადა) და ანდრეი ბარანოვი (რუსეთი), ჩელისტები ალექსანდრ რუდინი (რუსეთი), ალექსეი შადრინი (უკრაინა) და ალექსანდრ რამი (რუსეთი).
Телавский международный музыкальный фестиваль Вирсаладзе
სცენაზე წარდგება საფესტივალო ორკესტრი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები. დირიჟორი - ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები. სემინარებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.
ფესტივალის წარმდგენია კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ბილეთები ხელმისაწვდომია სალაროებსა და ონლაინ.