თბილისში ყველისა და აჯიკის ფესტივალი იმართება

საქართველო განთქმულია უგემრიელესი ყველით და აჯიკით
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში 24 სექტემბერს ტრადიციული ყველისა და აჯიკის ფესტივალი იმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ქართული ყველი გამოფენაზე
ღონისძიებაზე წარმოდგენილია ყველის სხვადასხვა სახეობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. ასევე აჯიკები და ქართული სპეციფიკური სანელებლები.
გარდა ამისა, სტუმრებს სასიამოვნო მუსიკა გაართობს.
ფესტივალი 18:00 საათამდე იქნება ღია.