თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტომობილი გზიდან გადავარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.