თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის 35-ე წუთზე დაწინაურდა – ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ ბოიან მიოვსკიმ ავტოგოლი გაიტანა.
თამაში თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები უეფას ერთა ლიგის შესარჩევი მატჩის ფარგლებში ხვდებიან.
ქართული გუნდი 26 სექტემბერს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლის გუნდი ამ დროისათვის С ჯგუფში 10 ქულით ლიდერობს და კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. მეორე ადგილზე 7 ქულით მაკედონიის გუნდია.