საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის გოგონას სიკვდილის შემდეგ - ფოტო

თეირანში პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მასობრივი დემონტრაციები იმართება.
Sputnik
მაჰსა ამინი 13 სექტემბერს თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა და პოლიციას დაქვემდებარებულ ცენტრ „ფარაჯას“ ერთ-ერთ განყოფილებაში წაიყვანა განმარტების მისაღებად. მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ გოგონას მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს ის გარდაიცვალა.
ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა სასწრაფოდ გამოიძიოს მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი და დეტალები. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს დაურეკა და მიუსამძიმრა.
1 / 7

ირანში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ, რაც 22 წლის მაჰსა ამინი ტრაგიკულად გარდაიცვალა

2 / 7

დემონსტრანტები გოგონას სიკვდილის გამოძიებას მოითხოვენ

3 / 7

და მომხდარში მორალის პოლიციას ადანაშაულებენ

4 / 7

აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა

5 / 7

რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

6 / 7

მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისათვის დააკავა

7 / 7

დაკავების შემდეგ გოგონამ გონება დაკარგა და საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა