კვარაცხელიამ გოლი გაიტანა - საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 უგებს

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი 65-ე წუთზე გაიტანა.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გოლი გაიტანა.
უეფას ერთა ლიგის შესარჩევი მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ ამ წუთებში მიმდინარეობს.
კვარაცხელიას 65-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით საქართველო იგებს ანგარიშით 2:0.
საქართველოს ნაკრები მატჩის 35-ე წუთზე დაწინაურდა – ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ ბოიან მიოვსკიმ ავტოგოლი გაიტანა.
ქართული გუნდი 26 სექტემბერს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩამდე С ჯგუფში 10 ქულით ლიდერობს და კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. მეორე ადგილზე 7 ქულით მაკედონიის გუნდია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს