დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს მანქანა დაეჯახა

ჯანაშვილი იყო დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ემზარ ჯანაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. იუწყება ტელეარხი „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, 55 წლის ემზარ ჯანაშვილს თბილისში, გზაზე ფეხით გადასვლისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. რამდენიმე დღის განმავლობაში დეპუტატს თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ.
ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გახდა. ის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა.