რამდენმა ფერმერმა ისარგებლა აგრობარათით ამ დროისათვის

Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 30 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას იღებენ 0,25 ჰექტრიდან 1,25 ჰექტრის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები – 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.
გაცემული აგროკრედიტების საერთო თანხამ თითქმის 148 მილიონი ლარი შეადგინა>>
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. ამის შემდეგ დარიცხული ქულები გაუქმდება.
სახელმწიფო პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს