იაპონიაში დამანგრეველმა ტაიფუნმა მეწყრის ჩამოწოლა და წყალდიდობა გამოიწვია - ფოტო

იაპონიის სამხრეთს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტაიფუნი დაატყდა თავს, რასაც ძლიერი წვიმა და ქარი მოჰყვა.
Sputnik
ტაიფუნი, რომელსაც მეტეოროლოგებმა „ნანმადოლი“ უწოდეს, კვირას ხმელეთზე გადმოვიდა.
ქარის სიჩქარე ტაიფუნის ზონაში 234 კმ/სთ-ს აღწევდა (წამში 65 მეტრი). იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში დაახლოებით 500 მმ ნალექი მოვიდა.
1 / 8

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ტაიფუნმა „ნანმადოლმა“ გადაუარა

2 / 8

სტიქიას შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 87

3 / 8

9 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა უბედურების ზონა დაეტოვებინა

4 / 8

350 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

5 / 8

სტიქიამ ტრანსპორტის მუშაობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა

6 / 8

დაიკეტა მაღაზიები და საწარმოები

7 / 8

მოსალოდნელია, რომ ტაიფუნი მალე კუნძულ ჰონსიუმდეც მიაღწევს

8 / 8

მეტეოროლოგების პროგნოზებით, ოთხშაბათს ტაიფუნი ოკეანის მიმართულებით წავა