ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ასევე ქარის გაძლიერება.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები დღეიდან, 22 სექტემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება.
გარდა ამისა, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს