ლა ლიგის მე-6 ტურის საუკეთესო სეივი - მამარდაშვილი ესპანეთში აღიარეს

გიორგი მამარდაშვილმა მე-6 ტურის საუკეთესო სეივი ვიგოს „სელტას" წინააღმდეგ შეხვედრის 72-ე წუთზე შეასრულა.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ლა ლიგის მე-6 ტურის საუკეთესო სეივის ავტორი გიორგი მამარდაშვილია. ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტურის მატჩების ხუთი საუკეთესო მოგერიება დაასახელა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში „სელტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. ქართველმა მეკარემ მატჩის 72-ე წუთზე თავური დარტყმა მოიგერია, ულამაზესი სეივი შეასრულა და „ღამურები" გაშვებული გოლისგან იხსნა.
ტურის საუკეთესო სეივების ავტორები:
1.
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“
2.
ჯერემიას ლედესმა, „კადისი“
3.
დევიდ სორია, „ხეტაფე“
4.
ტიბო კურტუა, მადრიდის „რეალი“
5.
აგუსტინ მარჩესინი, „სელტა“
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ექვსივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი მამარდაშვილი
„ღამურებმა" ესპანეთის ჩემპიონატში გამართულ 6 შეხვედრაში 9 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ. შემდეგ შეხვედრას „ვალენსია" 2 ოქტომბერს „ესპანიოლის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გუნდმა საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა. ახალ კონტრაქტში ჩაიწერა დამატებითი პირობა, რომლის მიხედვითაც მამარდაშვილით დაინტერესების შემთხვევაში გუნდებს 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს