თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 46%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 85%-ით გაიზარდა. იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2022 წლის იანვარი-აგვისტო
ექსპორტი – 409,3 მლნ დოლარი (ზრდა 8,5%)
იმპორტი – 1.068,5 მლნ დოლარი (ზრდა 68,3%)
სულ – 1.477,7 მლნ დოლარი (ზრდა 46%)
საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 52,6 ათასი ტონა მინერალური და სასმელი წყალი, 50,8 ათასი ტონა ფეროშენადნობი, თითქმის 33,7 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 6 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2022 წლის იანვარი-აგვისტო
ფეროშენადნობი – 101,1 მლნ დოლარი (-1,3%)
ღვინო – 90,4 მლნ დოლარი (8,7%)
მსუბუქი ავტომობილები – 34,3 მლნ დოლარი (215,5%)
სპირტიანი სასმელები – 34,1 მლნ დოლარი (59%)
მინერალური წყალი – 28,6 მლნ დოლარი (-31,1%)
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარი–აგვისტოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 118 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი.
რუსეთიდან შემოვიდა ასევე 340,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 167,8 ათასი ტონა ბუნებრივი გაზი, 16,5 ათასი ტონა მარგარინი და სხვ.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2022 წლის იანვარი-აგვისტო
ნავთობპროდუქტები – 337,2 მლნ დოლარი (301,3%)
გაზი – 44,6 მლნ დოლარი (-31,8%)
ხორბლის ფქვილი – 44,4 მლნ დოლარი (1184,4%)
კოქსი – 43,7 მლნ დოლარი (198,9%)
მარგარინი – 29,2 მლნ დოლარი (550,6%)
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით მეტია. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი - 15,8%-ით.