როგორ გამოიყურებოდა „საქართველოს ბანკი“ შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ - ფოტო

ქუთაისში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თავდამსხმელი დაკავებულია.
Sputnik
„საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა მძარცველმა მძევლად 14 ადამიანი აიყვანა, ის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. მძევლები გათავისუფლებულები არიან. 37 წლის დამნაშავე მამაკაცი დაკავებულია. როგორც გაირკვა, მას სამორინეში წაგების გამო ვალები დაუგროვდა.
1 / 10

პოლიციამ დამნაშავე ნიღბის მოუხსნელად გამოიყვანა და პოლიციის მანქანაში ჩასვა

2 / 10

ოპერაციის დროს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ჰქონდა შემოსაზღვრული

3 / 10

დამნაშავის დაკავების მომენტში შენობასთან შეკრებილმა ადამიანებმა პოლიციას ტაში დაუკრეს

4 / 10

დამნაშავის დაკავების შემდეგ ბანკის შენობიდან სურათების მოპოვება გახდა შესაძლებელი

5 / 10

თავდამსხმელმა კარზე დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობები და შტურმის დაწყების შემთხვევაში აფეთქებით იმუქრებოდა

6 / 10

ასე გამოიყურებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა

7 / 10

დაკავების შემდეგ დანაშაულის ადგილზე დარჩა მძარცველის პირადი ნივთები, რომლებიც საქმეში ნივთმტკიცებად გამოიყენება

8 / 10

მაგალითად, დანა, რომლითაც დამნაშავე მძევლებს ემუქრებოდა

9 / 10

„საქართველოს ბანკის“ ფილიალებზე სხვადასხვა ქალაქებში უკვე მომხდარა თავდასხმები. რატომ აინტერესებთ დამნაშავებს მაინცდამაინც „საქართველოს ბანკი“, უცნობია

10 / 10

პოლიციამ კი წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარა. იყო მოსაზრება, რომ შტურმი ღამით ჩატარდებოდა, თუმცა მძარცველი საღამოსვე დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს